19-წლამდელები ელიტ რაუნდში ითამაშებენ

0
6

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გავიდა.

პირველი საკვალიფიკციო ეტაპის მე-10 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ვასილ მაისურაძის შეგირდები მასპინძელ ნორვეგიას შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს.

26-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილი მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია – 1:0.

34-ე წუთზე, მეკარე ლუკა ხარატიშვილმა თავის საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და მთავარმა მსაჯმა ნორვეგიელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც ბრაიან ფიაბემამ შეასრულა და ხარატიშვილმა ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველ 19-წლამდელებს კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ჩხეტიანის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მატჩის მიწურულს ახლო მანძილიდან ნორვეგიელი ფეხბურთელის დარტყმის მერე მაისურაძის გუნდი გოლის გაშვებას ხარიხამ “გადაარჩინა”.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორეზე 6 ქულით ნორვეგია გავიდა. ჩვენმა 19-წლამდელებმა ნორვეგიის გარდა, კოსოვო (1:0) დაამარცხეს, ხოლო უელსთან უგოლო ფრე ითამაშეს.

ელიტ რაუნდის მატჩები მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.

საქართველო – ნორვეგია 1:0 (1:0)

12 ოქტომბერი. ფრამ ლარვიკი.  „ფარმოარკენი“.

საქართველო: ხარატიშვილი, პირტახია, გაგნიძე (უგრეხელიძე, 89), დუნდუა, ჩხეტიანი, ოთო მამაგეიშვილი, სალუქვაძე, გეგუჩაძე (კეკელიძე, 90+3), გიზო მამაგეიშვილი (ცხოვრებაშვილი, 75), გვიშიანი, კვერნაძე (იობაშვილი, 75), .

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გოლი: 1:0 გიზო მამაგეიშვილი (28)

35-ე წუთზე ბრაიან ფიაბემამ პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე).

გაფრთხილება: ხარატიშვილი (34), პირტახია (37), ვილიამსენი (37), გვიშიანი (39), კვერნაძე (42), ჩხეტიანი (90+2).