ვილი სანიოლი:“მსურს, რომ ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ“

0
3

ვილი სანიოლს სურს, რომ მისმა მოთამაშეებმა ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხვალ პრიშტინაში კოსოვოსთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვილი სანიოლი: “სექტემბერში კოსოვოსთან დავმარცხდით. ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, რადგან საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის, როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით ეს გამოვასწოროთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომ ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ქვეყნის ნაკრებით”.

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში კოსოვოსთან 0:1 წააგო.

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე