საბა ლობჟანიძე:”მჯერა, რომ კოსოვოსთან გამარჯვება შეგვიძლია”

0
4

საბა ლობჟანიძეს სჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს სტუმრად კოსოვოს დამარცხება შეუძლია.

მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხვალ პრიშტინაში გასამართ მატჩამდე განაცხადა.

საბა ლობჟანიძე: “კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს”.

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში კოსოვოსთან 0:1 წააგო.

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე