მამუკელაშვილის 7 ქულა და მოგება “ოკლაჰომასთან”

0
12

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქზმა”, რომლის ღირსებას სანდრო მამუკელაშვილი იცავს, წინასასეზონო მორიგი მატჩი შინ “ოკლაჰომასთან” ჩაატარა და მეტოქე 20-ქულიანი (130:110) სხვაობით დაამარცხა.
22 წლის ქართველი კალათბურთელი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა. სანდრომ  20 წუთში 7 ქულის, 2-2 შედეგიანი გადაცემის და მოხსნის მოგროვება მოასწრო. მამუკელაშვილმა ერთი სამქულიანი ზუსტად ტყორცნა, 4 ორქულიანიდან კი შედეგიანი 2 მცდელობა ჰქონდა.
მილუოკელთა ბერძენმა ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ 17 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.