ლუის ენრიკე: „საწყენია, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ“

0
4

ლუის ენრიკე გულდაწყვეტილია, რომ ერთა ლიგის ფინალში მისმა გუნდმა საფრანგეთთან ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ მოიგო.

ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მილანში ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონზე 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშებით ან როგორის ვითარებაა, რადგან ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს სტილში ვიმოქმედოთ – გაბედულად და ამბიციურად შევუტიოთ. ამიტომ, ტკივილს მარცხის გამო კი არ განვიცდით, არამედ, საწყენია, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ. გული მწყდება, რომ ზეიმის საბაბი ვერ მივეცით ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც საუცხოები იყვნენ.

ჩვენ ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონი დავამარცხეთ, ხოლო ფინალში მსოფლიო ჩემპიონს თანაბრად ვეთამაშეთ. გოლის გატანის შემდეგ, საკუთარი კარი უფრო დიდი ხანი უნდა დაგვეცვა, რადგან ზეიმი არ დაგვცალდა, რომ მეტოქემ საუცხოო გოლით ანგარიში გაათანაბრა.

პირველი წუთები ძვირად დაგვიჯდა, რადგან საფრანგეთი „მაღლა“ გვეთამაშებოდა და თან ძალიან კარგად. მეორე ტაიმში სიტუაციას ძირითადად ვაკონტროლებდით. ფეხბურთის უსამართლობა ისაა, რომ პირველი გოლის გატანის მერე საფრანგეთის ნოკაუტში ჩასაგდებად მომენტები გვქონდა, მაგრამ ქარიმ ბენზემამ რაღაც საუცხოო შექმნა.

გვეამაყება, რომ ბუსკეტსი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. თავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის ხაზის წინააღმეგ კარგად ვიცავდით. რთული იყო, მაგრამ ამას თავი ძალიან მაღალ დონეზე გავართვით“ – ციტირებს ბუსკეტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.