ლევან მჭედლიძემ “ტორპედოსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა

0
4

ლევან მჭედლიძემ ქუთაისის “ტორპედოსთან” მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

31 წლის ფეხბურთელმა წელს ზამთარში კონტრაქტი ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა, რომლის შემადგენლობაში 3-ჯერ შეცვლაზე ითამაშა და შემდეგ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

მანამდე, მან 2019 და 2020 წლების სეზონები თბილისის “დინამოში” გაატარა, სადაც 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

მჭედლიძე 2007-2019 წლებში იტალიის “ემპოლიში” ირიცხებოდა, რომლის რიგებში ყველა ტურნირში 163-ჯერ ითამაშა და 20 გოლი გაიტანა.

ის 2008-2010 წლებში იჯარით “პალერმოში” გამოდიოდა და 9 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო – ტურინის “იუვენტუსს” გაუტანა.