დიდიე დეშამი: „ნიჭის გარდა ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ხასიათიც აქვთ“

0
2

დიდიე დეშამის აზრით, მის ფეხბურთელებს ნიჭის გარდა მტკიცე ხასიათიც აქვთ. ‘

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მილანში ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონზე გამართულ ერთა ლიგის ფინალში ესპანეთთან 2:1 გამარჯვების შემდეგ გაანცხადა.

„ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. როგორც ნახევარფინალში, ასევე ფინალში ანგარიშში ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ორჯერვე თამაში შემოვატრიალეთ.

ესპანეთთან მატჩში გოლის გაშვების შემდეგ, ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ. ნიჭის გარდა, ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ხასიათიც აქვთ.

სასწორზე ტიტული იდო. ჩემს მსგავსად მოთამაშეებს კონკურენცია ყოველთვის სურთ. მთავარ მატჩზე მოსახვედრად ყველაფერი გავაკეთეთ. ფინალში როდესაც ხარ, ყოველთვის უკეთესია მოიგო.

მეორე ტაიმში გაცილებით აგრესიულად ვითამაშეთ და მეტოქეს შეცდომები დავაშვებინეთ“ – იუწყება დეშამის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.