ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიმდინარე გათამაშებაში პირველად ვერ მოიგო.
ტიტეს გაწვრთნილის გუნდი ზედიზედ 9 გაამრჯვების შემდეგ კოლუმბიას ესტუმრა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ბრაზილიელებმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის კარი პირველად ვერ აიღეს. მანამდე, „სელესაომ“ 22 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.
განვლილი შეხვედრა საკმაოდ ცუდი აღმოჩნდა სტუმართა ლიდერ ნეიმარისთვის, რომელმაც 15 არაზუსტი პასი გააკეთა. მას ნაკრებში ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი სამხრეთ ამერიკის ზონის 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლიდერობს.
არგენტინამ ურუგვაი მიიღო და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. 38-ე წუთზე ლო სელსოს გადაცემის შემდეგ ანგარიში მასპინძლების კაპიტანმა ლეონელ მესიმ გახსნა. მან მიმდინარე გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა და ნეიმართა ერთად საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა. ლიდერი ბოლივიელი მარსელო მარტინსია 8 გოლით.
მესიმ ამ შესარჩევში კარში ყველაზე მეტჯერ (45) დაარტყა და ყველაზე მეტი საგოლე მომენტი (27) შექმნა.
მან კარიერაში მსოფლიოს შესარჩევებში 27 ბურთი გაიტანა და მეხუთე ადგილზეა – პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის და იაპონელ კაძუიოსი მიურას გაუთანაბრდა. ლიდერი 35 გოლით გვატემალელი კარლოს რუისი 39 გოლით.
44-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის პასის შემდეგ, დე პაულმა არგენტინელები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე თავად ლაუტარომ გაიტანა. მას ასისტენტობა ლო სელსომ გაუწია. არგენტინა 22 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ურუგვაი 16 ქულით მეოთხეა.
ვენესუელამ ეკვადორი მიიღო და 2:1 სძლია. მასპინძლები 37-ე წუთზე ენერ ვალენსიამ დააწინაურა, ხოლო დარვინ მაჩისმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. ვენესუელას ბელომ მოაგებინა, რომელმაც მეტოქის კარი 64-ე წუთზე აიღო. ეკვადორი 16 ქულით მესამეა, ხოლო ვენესუელა 7 ქულით ბოლოა.
ჩილემ პარაგვაი მიიღო და 2:0 აჯობა. მასპინძლებიდან 68-ე წუთზე პირველი ბურთი ბრერეტონმა გაიტანა, ხოლო მეორე 72-ეზე თავი ისლამ გამოიჩინა.
ბოლივიამ პერუს უმასპინძლა და ვაკას მიერ 82-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო. პერუ 11 ქულით მეშვიდეა, ხოლო ბოლივია 9 ქულით – მეცხრე.
