უმცროსი “ბორჯღალოსნების” ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მესამედ გახდნენ

0
6

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 27:0 დაამარცხეს და ტიტული შეინარჩუნეს.

2015 წლიდან დღემდე, საქართველომ ზედიზედ მეექვსე ფინალი ითამაშა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ჩემპიონატში უმცროს ბორჯღალოსნებს ლელო არ გაუშვიათ და ერთადერთი სამი ქულა ბელგიისგან ჯარიმით მიიღეს.

პორტუგალიასთან საქართველო მე-3 წუთზე დაწინაურდა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა დაასრულა, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახა. მანვე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მე-17 წუთზე კი, საბა არჩვაძემ საკუთარ ნახევარზე ფეხით გადაკიდებული ბურთი დაიჭირა, ხაზი გაარღვია და ინდივიდუალური, 60-მეტრიანი გარღვევა ლელოთი დაასრულა. ხუციშვილმა გარდასახა – 17:0.

მოლში უპირატესობა საქართველომ 32-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოიყენა. დაახლოებით 20-მეტრიან ჯგუფურ რეიდს მოკლე დარტყმები მოყვა და რატი ზაზაძემ ლელო გაიტანა. 62-ე წუთზე ამ იარაღმა ერთხელაც იმუშავა და ამჯერად ლელო შეცვლაზე შესულმა კვაჭმა თორნიკე ბოყოველმა გაიტანა.

საქართველომ ფინალში 27:0 იმარჯვა და თასი ზედიზედ მესამედ ჩაიბარა.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
ფინალი. 9 ოქტომბერი. კალინინგრადი
საქართველო – პორტუგალია 27:0
საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე, გურამ ადამია

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

ექიმი: თეიმურაზ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა