თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-2 ტურის MVP გახდა

0
3

თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშეა. მან ევროპის ნომერ პირველ  საკალათბურთო ლიგის 8 მატჩში ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა.

სტამბოლში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ეფესთან” გამართულ შეხვედრაში ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა 32:29 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა გუნდმა კი 100:96 იმარჯვა.

23 ქულა შენგელიასთვის სარეკორდოა ევროლიგაში ცსკა-ს მაისურით. არმიულ კლუბში თამაშისას მას ევროლიგაში ასეთი მაღალი (29) სარგებლიანობის ინდექსი არ დაუფიქსირებია.