რონალდუს მორიგი რეკორდები ნაკრებში

0
8

პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში კატარი 3:0 დაამარცხა და კრიშტიანუ რონალდუმ ერთი გოლი გაიტანა.

პორტუგალიელთა კაპიტანმა ნაკრებში 181-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც ევროპის რეკორდია. მან ესპანელი სერხიო რამოსის (180) მიღწევა გააუმჯობესა. მსოფლიო რეკორდი სო ჩინ აუნს ეკუთვნის, რომელმაც მალაიზიის ღირსება 19691-984 წლებში 195-ჯერ დაიცვა.

36 წლის რონალდუსთვის კატარი 46-ე ქვეყანა იყო, რომელსაც გოლი გაუტანა, რაც რეკორდია.

მან სანაკრებო კარეირაში 112-ე გოლი მიითვალა და თავისი მსოფლიო რეკორდი განაახლა. კრიშტიანუმ 2021 წელს პორტუგალიელთა მაისურით 11-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.