შვედეთმა კოსოვოს შანსი არ დაუტოვა

0
3

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, შვედეთმა კოსოვო მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

მატჩის 29-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ემილ ფორსბერგმა გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

62-ე წუთზე აუგუისტონის გადაცემის შემდეგ ალექსანდერ ისაკმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 79-ე წუთზე კუაისონმა ბალკანელები მესამედ დაამწუხრა.

შვედები 12 ქულით მე-2 ადგილზე არიან და ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ესპანეთს, რომელსაც სკანდინავიელებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

საბერძნეთის ნაკრები 9 ქულით მესამეა, კოსოვო 4 ქულით მეოთხე, ხოლო საქართველო ერთი ქულით ბოლოა.

მომდევნო ტურში შვედები ბერძნებს მიიღებენ, ხოლო კოსოვო საქართველოს დაუხვდება.