საქართველო – საბერძნეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

0
9

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და საბერძნეთის ერობნულ ნაკრებებს შორის დღეს გასამართი შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის.

ეს გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკორდინაციო საბჭომ ბათუმში გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები გარდაიცვალნენ.

თავდაპირველად მომავალ მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი რაოდენობის ქომაგი დაუშვეს, მაგრამ საკორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

საქართველო – საბერძნეთის თამაშზე მხოლოდ საბერძნეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები დაიშვებიან თავის ქართველ კოლეგებთან ერთად, ხოლო გულშემატკივრებს ნაყიდი ბილეთების საფასური აუნაზღაურდებათ.