რაბიოს ერთა ლიგის ფინალის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა

0
2

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდსს ხვალ გასამართ ერთა ლიგის ფინალში ნახევარმცველი ადრიენ რაბიო ევრ დაეხმარება.

საფრანგეთის ნაკრების პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაშია. რაბიომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელგიასთან (3:2) მოგებულ შეხვედრაში 75 წუთი ითამაშა.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად „სანფეროვანთა“ მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ფეხბურთელის დამატება არ შუეძლია და ფინალის წინ მის განკარგულებაში 21 მოთამაშეა.

ერთა ლიგის ფინალი 10 ოქტომბერს მილანში ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონზე ჩატარდება.