19-წლამდელებმა ევროშესარჩევში კოსოვოს სძლიეს

0
5

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე შეხვედრა კოსოვოსთან ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

მე-10 ჯგუფში, რომელსაც ნორვეგია მასპინძლობს ვასილ მაისურაძის შეგირდებმა კოსოვო ოთარ მამაგეიშვილის მიერ 52-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველი პოზიციაზე 6 ქულით ნორვეგიაა, რომელმაც უელსი 5:0 გაანადგურა.

12 ოქტომბერს მაისურაძის გაწვრთნილები ნორვეგიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები 2022 წლის გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებენ.

საქართველოკოსოვო 1:0 (0:0)

9 ოქტომბერი. ფრამ ლარვიკი. სტადიონიფრამპარკენი“.

საქართველო: ხარატიშვილი, სალუქვაძე, პირტახია, გაგნიძე (კ), დუნდუა, გოგოტიშვილი (გვიშიანი, 48), ჩხეტიანი (ბაგრატიონი, 64), ოთარ მამაგეიშვილი, გეგუჩაძე, გიზო მამაგეიშვილი (ხაბულიანი, 64), კვერნაძე (იობაშვილი, 74).

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

გოლი: ოთარ მამაგეიშვილი (52)

გაფრთხილება: კვერნაძე (31), ფაზლიუ (51), ოთარ მამაგეიშვილი (56) მიუკიჩი (57), ჰალილი (85)