უმცროსი “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

0
4

ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 21 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად კალინინგრადში, პორტუგალიასთან იბრძოლებენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ თამაშობს. 2015-2017 წლებში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თასი ზედიზედ ორჯერ აღმართეს – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის (8:3) და 2019 წელს ესპანეთის (20:10) დამარცხებით. 2020 წელს ტურნირი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა.

წლევანდელ ფინალამდე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა. პორტუგალიამ ჯერ ნიდერლანდებს მოუგო 26:15, მერე ესპანეთს 31:12.

ნახევარფინალის სასტარტო შემადგენლობა სამწვრთნელო შტაბმა ფინალისთვის უცვლელი დატოვა. მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს:

„ჯანმრთელობის მხრივ ნორმალური სიტუაციაა. მცირე დაზიანება აქვს ვაჟა მიქაძეს და პორტუგალიასთან მის თამაშს არ გავრისკავთ. დავაკვირდებით საბა არჩვაძეს. ის მენჯს იტკიებს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით სამედიცინო შტაბთან ერთად მივიღებთ“.

„გავაკეთეთ ვიდეოანალიზი და პორტუგალია ძალიან კარგი გუნდია. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით. მათ ესპანეთს თავს მოახვიეს ის თამაში, რაც სურდათ. პორტუგალია ძლიერია კონტრშეტევაზე და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვნახოთ როგორ შევძლებთ მის მოედანზე გადატანას“.

„ბელგიასთან თამაშის შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა როგორც მწვრთნელს, უფრო მეტი მსურდა. გვქონდა შეცდომები, რაქში რამდენიმე ბურთი დავკარგეთ და მაღალი გვქონდა ჯარიმის მაჩვენებელი, რაც მოუთმენლობის ბრალია. მივიღეთ ორი ყვითელი ბარათი, რასაც ძლიერი გუნდი სხვანაირად გამოიყენებს. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ვეცდებით ფინალში გამოვასწოროთ“.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
ფინალი. 9 ოქტომბერი. კალინინგრადი
საქართველო – პორტუგალია (21:00 საქ. დრო)
საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. დავით იმნაძე (იუნკერები), 23. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე, გურამ ადამია

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

ექიმი: თეიმურაზ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა