რობერტო მარტინესი: „ჩვენ ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ“

0
3

ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესის აზრით, საფრანგეთთან მატჩის მეორე ტაიმში მისმა გუნდმა ფეხბურთის თამაში შეწყვიტა, რაც წარუმატებლობის მთავარი მიზეზია.

ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელგიელები ფრანგებს შესვენებამდე 2:0 უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ.

„პირველი ნახევარი მართლაც ექსტრაორდინალური გამოგვივიდა, რადგან ძალიან თავისუფლად და თავდაჯერებულნი ვთამაშობდით. მეორე ტაიმში ზედმეტად ემოციურები ვიყავით, რადგან შესაძლოა ფინალში გასვლაზე ბევრს ვფიქრობდით. რაც უნდა გაგვეკეთებინა, ვერ შევასრულეთ.

საფრანგეთის ნაკრებს თამაშში დაბრუნების შესაძლებლობა მივეცით, რის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა.

ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა. საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა უკეთესად ვერ გავაკონტროლეთ. ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ და ყველაფერი დაღმავალი ტრაექტორიით წავიდა, რაც საფრანგეთის დონის გუნდებთან დასჯადია. ჩვენი ყველა მცდელობა წყალში ჩაიყარა“ – ციტირებს მარტინესს უეფას ვებგვერდი.

მესამე ადგილისთვის მატჩში ტურინში “ალიანს სთედიუმზე” ბელგია იტალიას შეხვდება.