„ნაპოლის“ მცველი კალიდუ კულიბალი სექტემბერში იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
30 წლის სენეგალელი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.
გასულ თვეში კულიბალიმ სერია A-ში ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
განვლილ ოთხ თამაშში ნეაპოლელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს – „იუვენტუსთან“ (1:2).
