თსუ-მ ოლიმპი ბრძოლაში დაამარცხა და მემორიალის ნახევარფინალებიც დაწყვილდა

0
0

დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპი. ბოლო შეხვედრაში, რომელიც “ა” ჯგუფის ლიდერებს შორის გაიმართა, დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ. 2 ქულით – 75:73 გაიმარჯვა თსუ-მ და ნახევარფინალში ჯგუფის პირველი ადგილიდან გავიდა, თუმცა პლეი ოფში წაგებული ოლიმპიც გავიდა. დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა.

შეხვედრის უმეტესი დრო თსუ დამაჯერებლად ლიდერობდა. უნივერსიტეტელებმა მატჩის შუაწელში 18 ქულითაც იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ტრავმა მიიღო თსუ-ს გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ, რამაც “ოლიმპის” წისქვილზე დაასხა წყალი.  სწრაფი შეტევებით ოლიმპელებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს. მესამე ათწუთეული როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 26:16 მოიგო და ბოლო პერიოდში მოსაგებადაც გაიწია.

დასკვნით წუთებში მოედნიდან 5 პერსონალურის გამო თსუ-ს ხუთეულის წევრი ნიკა დარბაიძე გავარდა. ოლიმპელები ბოლო წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა თსუ-ს ლეგიონერმა ლოველ ქაბილმა ზუსტი სამქულიანით უნივერსიტეტელები 75:73 დააწინაურა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა.

ნახევარფინალური მატჩები 8 ოქტომბერს გაიმართება.

ქუთაისი VS ოლიმპი  15:00
თსუ VS ტიტები  18:00