საქართველო – საბერძნეთი | 8 ოქტომბრის განრიგი

0
6

აქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.  საქართველოს ნაკრები ბათუმი არენაზე პირველ ვარჯიშს 8 ოქტომბერს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საბერძნეთთან შეხვედრას წინა მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძე გამოტოვებენ.

8 ოქტომბრის განრიგი

17:00 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:15 | საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 | საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.