ლუის ენრიკე: „საკუთარ მიზანს როგორც გუნდმა მივაღწიეთ“

0
1

ლუის ენრიკეს სურს, რომ მისმა გუნდმა თავისი ფეხბურთი ნებისმეირი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშოს.

მან ამის შესახებ ერთა ლიგის 1/2-ფინალში მილანში სტადიონ „სან სიროზე“ იტალიის ნაკრებთან 2:1 მოგების მერე განაცხადა.

„ძალიან კარგი თამაში იყო. ორივე მეტოქემ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ჩვენ ისევ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, კარგი პრესინგი ვითამაშეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთნახევარი ვარჯიშში რამის გაკეთება რთულია, მაგრამ მოთამაშეები საქმეს საუცხოოდ მიუდგენენ.

ნებისმიერ მეტოქესთან ჩვენი ფეხბურთის თამაში გვსურს. გვინდა, რომ გაბედულად ვიმოქმედოთ, თავი პრესინგით დავიცვათ და ჩვენს სამუშაოს სწორად მივუდგეთ. მე 40-50 ფეხბურთელის სია მაქვს, რომლებიც ნაკრებში თამაშს იმსაურებენ.

საკუთარ მიზანს როგორც გუნდმა მივაღწიეთ. ტორესმა და ოიარსაბალმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს. კმაყოფილები ვართ, რომ ფინალში გუნდური თამაშით გავედით.

გავი განსაკუთრებული შემთხვევაა. ის ისე თამაშობს, თითქოს თავისი სახლის უკანა ეზოშია. საუცხოოა ასეთი ოსტატობის მქონე ფეხბურთელის ხილვა. იგი ესპანეთის ნაკრების როგორც აწმყო, ასევე მომავალია.

ფინალში საფრანგეთი გავა თუ ბელგია, ორივე ძლიერი მეტოქეა. შევეცდებით მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ და ტიტული მოვიპოვოთ“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.