ლევან მჭედლიძე „ტორპედოში“ ითამაშებს

0
5

ლევან მჭედლიძე კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარ ქუთაისის „ტორპედოში“ განაგრძობს. ამჟამად, ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ოფიციალურად უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

31 წლის ფეხბურთელმა წელს ზამთარში კონტრაქტი ბათუმის „დინამოსთან“ გააფორმა, რომლის შემადგენლობაში 3-ჯერ შეცვლაზე ითამაშა და შემდეგ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

სექტემბრის დასაწყისში „ტორპედო“ „ნიუ ვიჟენ უნივერისტეტმა“ შეიძინა და კლუბის დირექტორად ლევანის ძმა გიორგი მჭედლიძე დანიშნეს.

გარდა ამისა, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკიც“ შეიძინა, რომელიც ლევან და გიორგი მჭედლიძეების მამის „დინამოს“ ექსმეკარის კარლო მჭედლიძის დაფუძნებულია.