უეფამ ევრო-2024 წლის ლოგოტიპი წარადგინა

0
3

უეფამ ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ლოგოტიპი ოფიციალყურად ბერლინში წარადგინა.

ახალი ლოგოტიპზე გამოსახულია უეფას წევრი 55 ქვეყნის დროშის ფერები, რომლებსაც ერთად ბერლინის “ოლიმპიაშტადიონის” სახურავის ფორმა აქვთ. ტურნირის მთავარი ჯილდო ლოგოტიპის ცენტრშია მოთავსებული.

ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიის 10 ქალაქში ჩატარდება. ტურნირის ფინალი ბერლინში გაიმართება.

ევრო-2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი 2023 წლის მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები 2024 წლის მარტში.