სერხიო ბუსკეტსი: „აქ იმისთვის ვართ, რომ ფინალში ვითამაშოთ“

0
7

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი არ მალავს, რომ ერთა ლიგის მოგება სურთ.

მან ამის შესახებ დღეს მილანში სტადიონზე „სან სიროზე“ იტალიასთან გასამართ ნახევარფინალამდე განაცხადა,

„ევრო-2020-ზე კარგად ვითამაშეთ, დადებითი გამოცდილება მივიღეთ, რთული ჯგუფიდან გავედით და ნახევარფინალამდე მივაღწიეთ. ჩვენი გუნდი ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ყოველთვის კონკურენტუნარიანი იყო. ბიჭები ძალიან კმაყოფილები არიან იმით როგორ სტილში თამაშსაც გვთხოვენ. კარგ სათამაშო ფორმაში ვართ.

გვეამაყება, რომ ამ სტადიას მივაღწიეთ, მაგრამ არცერთ ჩვენგან ნახევარფინალში ბრძოლის დასრულება არ გვინდა. აქ იმისთვის ვართ, რომ ამ ტურნირის გემო შევიგრძნოთ და კვირას გასამართ ფინალში ვითამაშოთ

კარგი მოთამაშეების ყოლა არაფრის გარანტია, მაგრამ იტალიას მაღალი დონის მოთამაშეები და საუცხოო მწვრთნელი ჰყავს. ისინი ზაფხულში ევროპის ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ და იმავე მანერაში თამაშს განაგრძობენ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მსოფლიო დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც იტალიას ჰყავს“ – იუწყება ბუსკეტსის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.