ნური შაჰინი „ანთალიასფორს“ გაწვრთნის

0
1

საფეხბურთო კლუბ „ანთალიასფორის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი გახდა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.

მან ანთალიელთა თავკაცის პოსტზე ერსუნ იანალი შეცვალა, რომელიც მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში წარუმატებელი სტარტის გამო დაითხოვეს.

შაჰინი „ანთალიასფორში“ 2020 წლის აგვისტოდან თამაშობს და 42 მატჩი ჩაატარა. მან ასევე კარიერის განმავლობაში დორტმუნდის „ბორუსიაში“, მადრიდის „რეალში“, „ფეინოორდში“, „ლივერპულში“ და ბრემენის „ვერდერში“ იასპარეზა.