კაზემირო ოქტომბერში ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

0
5

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი კაზემირო ოქტომბერში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩასატარებელ მატჩებში ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

29 წლის ფეხბურთელს „სიბრძნის“ კბილის ანთება დაუდასტურდა და მისთვის 5 დღე დატვირთვები არ შეიძლება. კაზემიროს ნაცვლად „სელესაოში“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მცველ დუგლას ლუიზს უხმეს.

მიმდინარე თვეში ბრაზილიელები მუნდიალის საკვალიფილაციო ეტაპზე 3 თამაშს ჩაატარებენ – სტუმრად ვენესუელასთან (8 ოქტომბერს) და კოლუმბიასთან (11 ოქტომბერს და შინ ურუგვაისთან (15 ოქტომბერს).

ბრაზილიელები 10-გუნდიან შესარჩე ციკლს 24 ქულით ლიდერობენ – 8 თამაშიდან 8 გამარჯვება.