ჯორჯო კიელინის თქმით, იტლიის ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში ჭკვიანურად უნდა ითამაშოს.
იტალიის ნაკრების კაპიტანმა ამის შესახებ დღეს მილანში სტადიონ „სან სიროზე“ ესპანეთთან ჩასატარებელ თამაშამდე განაცხადა.
„ევრო-2020-ზე მიღებული ემოცია ჯერ კიდევ ჩვენს გონებაში და გულებშია. ესპანეთთან ჩატარებული შეხვედრა რთული იყო. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. ესპანეთს პატივს ვცემთ, რადგან ვიცით, რომ კარგი გუნდია.
განვლილი მატჩები ესპანეთთან? კიევში 2012 წელს ჩატარებულმა ფინალმა ყველაზე უსიამოვნო მოგონებები დამიტოვა, ხოლო ყველაზე სასიამოვნო ბოლო ევროზე ჩატარებული ნახევარფინალი იყო. ესპანეთთან ყველაზე კარგი შეხვედრა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩავატარეთ, როდესაც უდავოდ ვდომინირებდით.
ესპანელი ფეხბურთელებიდან ყოველთვის ვაღმერთებდი სერხიო რამოსს, მაგრამ ფერნანდო ტორესსაც კარგად ვიცნობ, ბავშვობიდან მის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და ის საუცხოო თავდამსხმელი იყო“ – ციტირებს კიელინის უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
