19-წლამდელებმა შესარჩევი უელსთან ზავით დაიწყეს

0
14

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ქულით დაიწყო.

მე-10 ჯგუფში, რომლის მატჩები ნორვეგიაში იმართება, ვასილ მაისურაძის შეგირდები უელსს დაუზავდნენ – 0:0.

ქართველი 19 წლამდელები მოდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს კოსოვოსთან გამართავენ, რომელმაც პირველი თამაში ნორვეგიასთან 0:3 წააგო.

მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 12 ოქტომბერს მასპინძელ ნორვეგიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში ითამაშებენ, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

უელსი – საქართველო 0:0

6 ოქტომბერი. ფრამ ლარვიკი. სტადიონი „ფრამპარკენი“.

საქართველო: ხარატიშვილი, პირტახია, სალუქავაძე, გაგნიძე (კ), გიზო მამაგეიშვილი (ხაბულიანი, 86), გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი, 80), კვერნაძე (სიხარულაშვილი), გვიშიანი, ოთარ მამაგეიშვილი, ჩხეტიანი.

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გაფრთხილება: უილიამსი (44), გაგნიძე (90+1), დევისი (90+5)

მთავარი მსაჯი: მიხალ ოსენაში (სლოვაკეთი)