ზურიკო დავითაშვილი:”საბერძნეთთან რთულ მატჩს ველოდებით”

0
2

ზურიკო დავითაშვილი 9 ოქტომბერს ბათუმში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთთან რთულ მატჩს ელოდება.

ზურიკო დავითაშვილი: “ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე თამაში განსხვავებულ განწყობას ქმნის, შესაბამისად გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს. ჩვენ უკვე გავმართეთ ერთი შეხვედრა. კარგად გავაანალიზებთ ბერძნების თამაში, შევეცდებით მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოყენებას და იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება”.