საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

5 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.​

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

​მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

მატჩების განრიგი

9 ოქტომბერი, ბათუმი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო – საბერძნეთი 20:00

12 ოქტომბერი, პრიშტინა | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
კოსოვო – საქართველო 22:45

ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.