რობერტო მანჩინი: „კარგია თუ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ეგრევე ერთა ლიგას მოვიგებთ“

0
7

რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ეგრევე ერთა ლიგის მოგება საუცხოო იქნებოდა.

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 6 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანელებთან ჩასატარებელ თამაშამდე ისაუბრა.

„ესპანეთი ის გუნდი იყო, რომელთან ევრო-2020-ზე ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. ეს კარგი ნაკრებია კარგი მოთამაშეებით.

საუცხოო მატჩი იქნება. კარგია თუ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ეგრევე ერთა ლიგას მოვიგებთ. ასევე, გვსურს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ნაადრევად გავინაღდოთ, მაგრამ ეს ადვილი არაა.

ჩვენ ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ როგორც ახალგაზრდები, ასევე მოხუცები. ასე რომ ეს გამარჯვება ყველასთვის იყო.

ყველა თამაში სირთულეებით აღსავსეა. სუსტ გუნდებთან თამაში უფრო რთულია, რადგან ისინი უბრალოდ დაცვაზე კონცენტრირებულნი არიან. თამაშის მოგების ერთი ხერხი არ არსებობს“ –  იუწყება მანჩინის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.