ოთარ კაკაბაძე:”ორივე მატჩში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ”

0
6

ოთარ კაკაბაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართ ორ მატჩში მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს.

მან ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან განაცხადა:

“ორი დღეა რაც შევიკრიბეთ, ოქტომბერში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ორივე შემთხვევაში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმალურად მოვინდომებთ და შევეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ”.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე 22 ფეხბურთელით ივარჯიშა.