ესპანეთის ლა ლიგაში მოასპარეზე „ხეტაფემ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მიჩელი დაითხოვა.
ამის მთავარი მიზეზი ახალ სეზონში გუნდის კატასტროფული სტარტია – მადრიდელებმა საწყის 8 ტურში მხოლოდ ქულა აიღეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ხეტაფეს“ გაწვრთნის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი კიკე სანჩეს ფლორესია.
56 წლის ესპანელი სპეციალისტი „ხეტაფეს“ უკვე წვრთნიდა 2004-2005 წლებში და 2015 წელს.
ის ბოლოს ინგლისის „უოტფორდში“ მუშაობდა, რომლიდან 2019 წელს დაითხოვეს.
