საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიზანი ერთა ლიგის მოგებაა.
ამის შესახებ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 7 ოქტომბერს ერთა ლიგაში ტორინოში ბელგიელებთან ჩასატარებელ თამაშამდე ისაუბრა.
„სასწორზე ტიტული დევს. ჩვენ ნახევარფინალი გვაქვს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდეთ. ძალიან რთულ ჯგუფში ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ამ ტიტულის მოგება გვინდა. ადრე ორი ტიტული იყო: ევრო და მსოფლიო ჩემპიონატი. ახლა ერთა ლიგაა, რომლის მოგება ჩვენი მიზანია“ – ციტირებს დეშამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
