ეროვნულ ლიგის მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელი ჯიღაურია, ხოლო მწვრთნელი – გეგუჩაძე

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური დაასახელეს, იუწყება eliga.ge.

მან მე-3 წრეში საქართველოს ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

მე-3 წრის საუკეთესო მწვრთნელი ბათუმელთა თავკაცი გია გეგუჩაძე გახდა. დინამოელებმა განვლილ წრეში გამართული 9 თამაშიდან 5 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს.

eliga.ge-ს ვერსიით მე-3 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ოთო გოშაძე (საბურთალო)

მცველები: გოგა ჩაბრაძე (ბათუმის დინამო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუვან კაკუბავა (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (ბათუმის დინამო)

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური (ბათუმის დინამო), პაპუნა ფონიავა (წყალტუბოს სამგურალი), ნიკა გაგნიძე (გორის დილა)

თავდამსხმელები: აკაკი შულაია (საბურთალო), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), უსმანე კამარა (გორის დილა)