ხოჭოლავას გუნდმა ქულა ბოლო წუთზე დაკარგა

0
11

„კოპენჰგაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში შინ ფრედ მესამე მატჩი დაასრულა.

ამჯერად, კოპენჰაგენელები „ვიბორგს“ დაუზავდნენ – 1:1. მეტიც, მასპინძლებმა ქულა ბოლო წუთზე დაკარგეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 77-ე წუთზე, მასპინძლები იენს სტაგემ დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე იმავე სტაგემ თავის კარში ავტოგოლი გაიტანა და „კოპენჰაგენმა” ქულა დაკარგა.

ხოჭოლავამ განვლილი შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. ის საქართველოს ნაკრების მიერ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ოქტომებრში გასამართაი მატჩებისთვის შეკრებაზეა გამოძახებული.