გვილია სათამაშო ფორმას იბრუნებს

0
1

ვაკო გვილია ჩვეულ სათამაშო ფორმას იბრუნებს, რასაც პოლონეთის ექსტრაკლასაში მისი გამოსვლა ადასტურებს.

მე-10 ტურში, „რაკუვმა“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, პოზნანის „ვარტა“ მიიღო და 3:0 დაამარცხა.

გვილია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის შეკრებაზე გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ გვილია სექტემბერში ეროვნულ გუნდში არ მიუწვევიათ.

„რაკუვი“ 18 ქულით 18-გუნდიან ექსტრაკლასაში მე-4 ადგილზე.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-8 ტურში „ჟილ ვისენტემ“ გასვლაზე „ეშტორილთან“ 2:2 ითამაშა. ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სტუმრების განაცხადში მოხვდა, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.