„ლოკომოტივმა“ თბილისურ დერბიში „საბურთალოს“ სძლია

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლოკომოტივმა“ თბილისურლ დერბიში „საბურთალოს“ ერთი ბურთით აჯობა.

საგურამოში „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმისთვის დაამატებულ მე-4 წუთზე გაიხსნა, როდესაც აკაკი შულაიამ თავის საჯარიმოში თორნიკე კირკიტაძე წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ირაკლი სიხარულიძემ გამოიყენა – 1:0.

56-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძემ შეტევის მარჯვენა ფლანგზე ცრუ მოძრაობოთ გვერდი ერთ მეტოქის აუარა და პასი „საბურთალოს“ საჯარიმოში შეჭრილ ტემურ შონიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით „ცხრიანში“ მეტად ეფექტური გოლი გაიტანა – 2:0.

64-ე წუთზე, მამია გავაშელიშვილი მარცხენა ფლანგზე სტუმართა ერთ ფეხბურთელს გაცდა, შემდეგ საჯარიმოში შესულმა გვერდი მეორეს აუარა და შორეულ კუთხეში ბურთი დაბალი ტრაექტორიით ზუსტად გაგზავნა – 3:0.

„ლოკომოტივს“ თითქოს გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო წუთებში „საბურთალო“ თამაშში დაბრუნდა.

87-ე წუთზე, საბა მამაცაშვილმა მარცხენა  ფრთიდან პასი მასპინძლების საჯარიმოში გააკეთა და მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ თავით ლამაზი გოლი შეაგდო.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დაჩი ცნობილაძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ნიდერლანდელმა მეკარე სპენკელინკმა ბურთი მოიგერია, მაგრამ ნიკა მალიმ საჯარიმოს გარედან მახვილი კუთხიდან შეუჩერებელი დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. ამ ეპიზოდში სპენკელინკი აშკარად შეცდა.

„ლოკომოტივს“ 44 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ 46 ქულით მესამეა.