„ვოლფსბერგერმა“, რომლის შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში შინ ვენის „აუსტრია“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცველალდ ითამაშა, ხოლო მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გაიტანეს.
„ვოლსფბერგერი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ, „ფეჰერვარის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მოედანს დაუბრუნდა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ფეჰერვარი“ გასვლაზე „დებრეცენს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. „ფეჰერვარი“ 11 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-10 ტურში „ლუვენი“ შინ „ბეერსხოტს“ დაუზავდა – 0;0.
მასპინძლებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა ლევან შენგელიამ 86-ე წუთიდან ითამაშა.
