ავთო ებრალიძე, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, თავისი მეორე გოლი გაიტანა.
მე-5 ტურში, „დოქსა“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, გასვლაზე „პაფოსს“ დაუზავდა – 1:1.
ებრალიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 67-ე წუთზე გაიტანეს.
„დოქსა“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიცაზეა.
