დავითაშვილის უგოლო ფრე და „ყვითელი“ რუსეთში

0
4

ტულას „არსენალმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, პრემიერ ლიგის მე-10 ტურში შინ „ხიმკის“ ვერ მოუგო – 0:0.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 9-ჯერ (5-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში) ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა 20 წლის შემტევი ნახევარმცველი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთტან, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გასამართი შეხვედრებისთვის გამოიძახა.