გიორგი ჩაკვეტაძე თავის პროფესიონალურ კარიერაში მოედნიდან პირველად გააძევეს.
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „გენტი“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ანტვერპენთან“ 0:1 დამარცხდა.
ჩაკვეტაძე, რომელმაც კონფერენც ლიგაში მატჩი მიკრო ტრავმის მიზეზით გამოტოვა სასტარტოში იყო და 33-ე წუთზე გააძევეს.
მან მასპინძელთა ფეხბურთელ გერკენსს ფეხი ჩაარტყა და მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების მერე ქართველს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017-2018 წლების სეზონიდან გამოდის და მანამდე ყვითელი ბარათი 4-ჯერ მიიღო.
