16-24 ივლისს თბილისში…

0
13

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისში 20 წლამდელ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ტურნირი უნდა ჩატარებულიყო. კოვიდის პანდემიის გამო ეს შეჯიბრება გადაიდო და ჩვენმა დედაქალაქმა წარმატებით უმასპინძლა ევროჩელენჯერს. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ ფიბა-მ ევროპის ასაკობრივი პირველობების გამართვა მომავალი წლის ზაფხულში გადაწყვიტა და 2022 წლის 16-24 ივლისს თბილისში U20 კალათბურთელთა ევროპირველობის B დივიზიონის მატჩები ჩატარდება.
შეხსენებისთვის, 2022 წელს საქართველოს დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს (საქართველო, ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი) უმასპინძლებს. ევროპირველობა სტარტს 1-ელი სექტემბრიდან აიღებს.