„ზირემ“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო.
მე-6 ტურში, „ზირემ“ „სუმგაითი“ მიიღო და მე-14 წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა – 2-ჯერ დუბლი შეასრულა.
„ზირეს“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 3 გამარჯვება და 1 ფრე. ვოლკოვის გუნდი 11 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღსს“ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება. თუმცა, „ყარაბაღმა“ 1 მატჩით ნაკლები ჩაატარა.
