პაპუნაშვილსა და ინჯგიას თადარიგში ყოფნა აკმარეს

0
4

„აპოლონი“, რომლის ღირსებას გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია იცავენ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში სახლში ლარნაკას აეკ-თან 1:4 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერები მასპინძლების თადარიგში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ. სტუმრებმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანეს, შემდეგ კიდევ ერთი მიაყოლეს, რასაც „აპოლონმა“ ერთი ბურთით უპასუხა.

„აპოლონი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

უზბეკეთის სუპერლიგის 21-ე ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივმა“ გასვლაზე „მეტალურგს“ 2:1 აჯობეს. სტურებში ქართველმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ ორი ტაიმი ითამაშა.

ავსტრიის რანგით მე-2 ლიგის მე-10 ტურში „კაპფენბერგერი“ „ამშტეტენს“ ესტუმრა და 0:3 წააგო.

დამარცხებულთა სასტარტოში ისევ ითამაშა ლევან ელოშვილმა, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს.