მერებაშვილის მარცხი სტუმრად

0
5

„პოდბესკიძიე“, რომელშიც გიორგი მერებაშვილი გამოდის, პოლონეთის პირველი ლიგის მე-11 ტურში სტუმრად „ლეგნიცასთან“ ორბურთიანი საობით დამარცხდა – 2:4.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ ისევ 2 გოლი გაიტანეს, რასაც სტუმრებმა 1 ბურთით უპასუხეს.

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე მსაჯის საფინალო სასტვენამდე დაჰყო.

„პოდბესკიძიეს“ 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-8 ტურში „ქარაგიუმრუქმა“ შინ „ბაშაქშეჰირს“ 3:1 სძლია. მასპინძლების განაცხადში ქართველი შემტევი ნახევარმცველი ვატი არველაძე ვერ მოხვდა.