კვარაცხელიას გაცუდებული პენალტი და “რუბინის” მარცხი

0
19

ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის რუსეთის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

ყაზანელებმა მე-10 ტურში “ნიჟნი ნოვგოროდი” მიიღეს და 0:1 დამარცხდნენ. კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 28-ე წუთზე ტრავმირებული სამოშნიკოვის მაგივრად ჩაერთო.

49-ე წუთზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს მასპინძლების დაწინაურება შეეძლო, მაგრამ პენალტიდან მის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ “რუბინში” თამაშის დროს თერთმეტმეტრიანი პირველად გააცუდა.

“ნიჟნი ნოვგოროდმა” ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გაიტანა, როდესაც კალინსკიმ პენალტი გამოიყენა.

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელია მიმდინარე სეზონში “რუბინის” სასტარტოში მეორედ ვერ მოხვდა.

ყაზანელები 14 ქულით 16-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილზე არიან.