გიგაურის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანში

0
1

მერაბ გიგაურმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მე-6 ტურში, „კეშლა“ შინ ბაქოს „საბაჰს“ შეხვდა და მასპინძლები ქართველმა ნახევარმცველმა მე-3 წუთზე დააწინაურა.

ის „კეშლაში“ მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და მე-6 მატჩში თავი პირველად გამოიჩინა. მანამდე, 28 წლის ფეხბურთელი 2 სეზონი „გაბალაში“ თამაშობდა.

განვლილ მატჩში გიგაური 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „კეშლა“ 6 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.