ყაზაიშვილის მერვე გოლი სამხრეთ კორეაში

0
1
20210910/하나원큐 K리그1 2021/울산현대 vs 전북현대/0:0/울산문수축구경기장/PHOTOLUDENS_kimsukjin

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

გათამაშების ლიდერმა “ულსანმა”, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად “სუვონი” 3:0 დაამარცხა.

ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმო დანიშნული თავისუფალი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კორეაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 28 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.

“ულსანმა” მეორე გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მესამე – 83-ეზე.

“ულსანი” 64-ე ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა  მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთთან, ხოლო 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოსთან გასამართი მატჩებისთვის ყაზაიშვილი შეკრებაზე არ გამოიძახა.

ყაზახეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში კოსტანაის “ტობოლმა” შინ “ორდაბასი” 3:1 დაამარცხა.

ელგუჯა ლობჯანიძე მასპინძლების თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.