„მერანში“ ლესოტოს ნაკრების ფეხბურთელი ჩაირიცხა

0
2

მარტვილის „მერანმა“ ლესოტოს ეროვნული ნაკრების ნკოტო მასოიაბი დაიმატა, რის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბის პრესსამსახური იუწყება.

29 წლის თავდამსხმელი „მერანში“ გადასვლამდე თავის სამშობლოში „ლიოლში“ და „კიკ ფორ ლაიფში“ გამოდიოდა, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის „რეალ კინგსა“ და ლიბიის „ასვეჰლიში“ ასპარეზობდა.

მასოიაბი მეორე აფრიკელი ლეგიონერია, რომელიც „მერანში“ ითამაშებს. გუნდში უკვე მეორე წელია განელი ჩეიკნე სილა გამოდის, რომელმაც 24 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ის „გაგრას“ ფორვარდ თამაზ მაქაცარიასთან ერთად ლიგა 2-ის ბომბარდირებში ლიდერობს.